Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმიის სარდლობა და ერაყელი


თურქეთის არმიის სარდლობა და ერაყელი ქურთები უარყოფენ გავრცელებულ ხმებს, თითქოს ანკარას ჩრდილოეთ ერაყში თავისი ჯარები შეეყვანოს.

თურქეთის არმიის სარდლობა და ერაყელი ქურთები უარყოფენ გავრცელებულ ხმებს, თითქოს ანკარას ჩრდილოეთ ერაყში თავისი ჯარები შეეყვანოს.
თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს 1000-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი ერაყის ტერიტორიაზე შესულიყოს. ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა ერაყელი ქურთების წარმომადგენელმა ჰოშიარ ზებარიმ. გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ჯარის ნაწილები შეყვანილ იქნება იმ რაიონებში, სადაც ერაყელი ქურთები ცხოვრობენ, რათა არ მოხდეს, როგორც მინისტრმა თქვა, "ტერორისტთა გააქტიურება". ანკარის განცხადებით, ამ ნაბიჯით იგი ცდილობს, შეაჩეროს თურქეთში ლტოლვილთა დიდი ნაკადის შესვლა.
XS
SM
MD
LG