Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მთელი დღის განმავლობაში მძაფრი


დღეს მთელი დღის განმავლობაში მძაფრი ბძოლები გაიმართა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრასთან. ბრიტანელი კოლონელის კრის ვერნონის თანახმად,

დღეს მთელი დღის განმავლობაში მძაფრი ბძოლები გაიმართა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრასთან. ბრიტანელი კოლონელის კრის ვერნონის თანახმად,
მოკლულ იქნა 20 ერაყელი ჯარისკაცი. ბრიტანელებმა, ამავე ინფორმაციით, ბასრასთან ალყა შემოარტყეს მმართველი ბაათის პარტიის მაღალი რანგის ოფიციალურ პირს. ბრიტანეთის ჯარი ბასრაში არ შევიდა, რადგან მოწინააღმდეგის ჯარისკაცები - სამოქალაქო ტანსაცმელში - სამოქალაქო პირებში გაერივნენ. ბასრაში სამოქალაქო მღელვარების და მასში ბრიტანელი ჯარისკაცების გარევის ფაქტის თაობაზე არ მოიპოვება ოფიციაულური დასტური. ბაღდადის მიმართულებით მოკავშირეთა ჯარის სვლას აფერხებდა ქარიშხალი. ბაღდადის მისადგომებთან იბომბებოდა რესპუბლიკური გვარდიის პოზიციები. სადამ ჰუსეინმა ფადაინის რაზმებს მოუწოდა ეკვეთონ მტერს, სადაც წააწყდებიან მას.
XS
SM
MD
LG