Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმიის სარდლის თქმით, მისი


თურქეთის არმიის სარდლის თქმით, მისი ქვეყანა ჯარებს გააგზავნის ერაყის ჩრდილოეთში,

თურქეთის არმიის სარდლის თქმით, მისი ქვეყანა ჯარებს გააგზავნის ერაყის ჩრდილოეთში,
მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ უკვე შესული თურქეთის ჯარები თავს ვერ გაართმევენ ლტოლვილთა მოსალოდნელ მოზღვავებას ან დესტაბილიზაციის საფრთხეს. გენერალმა ჰილმი ოზკოკმა, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, თქვა, რომ ერაყში თურქეთის არმიის ნებისმიერი სახით განლაგება ამერიკელებთან იქნება კოორდინირებული. [ოზკოკის ხმა] "იმის გამო, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკა, ჯერ კიდევ იბრძვის რეგიონში, ჩვენს მოქმდებებს შეერთებულ შტატებთან შევათანხმებთ და ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გადადგმული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად", განაცხადა გენერალმა ოზკოკმა. ერაყელი ქურთები მიესალმნენ ამ განცხადებას.
XS
SM
MD
LG