Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ჩეჩნეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული


კვირას ჩეჩნეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ჩეჩნეთს მაქსიმალურად ფართო ავტონომია მიენიჭება.

კვირას ჩეჩნეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ ჩეჩნეთს მაქსიმალურად ფართო ავტონომია მიენიჭება.
პუტინმა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ახმად კადიროვთან ერთად ტელევიზიაში გამოსვლისას აღნიშნა ასევე, რომ ჩეჩენ მეამბოხეებს ახალ ამნისტიას შესთავაზებენ. მანვე ჩეჩენ ოფიციალურ პირებს ასეთი ამინსტიის პროექტის შემუშავებისაკენ მოუწოდა. კვირას გამართული კენჭისყრის ოფიციალური შედეგით, კონსტიტუციას ელექტორატის დიდი უმრავლესობა მიემხრო. გუშინ კი ჩეჩნეთში ოთხი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა მათი ავტომანქანის სახმელეთო ნაღმზე აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG