Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყელ ხალხს


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყელ ხალხს გაათავისუფლებენ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხანი დასჭირდებათ კოალიციის ჯარებს თავიანთი სამხედრო მიზნების მისაღწევად.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყელ ხალხს გაათავისუფლებენ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი ხანი დასჭირდებათ კოალიციის ჯარებს თავიანთი სამხედრო მიზნების მისაღწევად.
ჯორჯ ბუში ამ კომენტარით გამოვიდა ვაშინგტონის მახლობლად, კემპ დევიდის რეზიდენციაში ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ ტონი ბლერთან მოლაპარაკების შემდეგ. ბუშმა და ბლერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე არ მოისურვეს პასუხის გაცემა შეკითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება ერაყის ჯარების დამარცხებას და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას. ორივე ლიდერმა გაეროს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლოს პროგრამა "სურსათი ნავთობის სანაცვლოდ", ხოლო ტონი ბლერმა დაამატა, რომ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, გამოვიდნენ გაეროს მიერ ახალი რეზოლუციების მიღების ინიციატივით. ეს რეზოლუციები შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ერაყის ომის შემდგომ ადმინისტრაციას და ერაყის საზღვრების დაცვას.
XS
SM
MD
LG