Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკონგის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა დღეს


ჰონკონგის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ აღრიცხულ იქნა მომაკვდინებელი რესპირატორული დაავადების 45 ახალი შემთხვევა.

ჰონკონგის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა დღეს გამოაცხადა, რომ აღრიცხულ იქნა მომაკვდინებელი რესპირატორული დაავადების 45 ახალი შემთხვევა.
ამავე წყაროს თანახმად, ქალაქში ამ სენით გარდაცვლილთა რიცხვმა 12-ს მიაღწია. დღეს ჰონკონგში დაკეტილი იყო სკოლები და ბანკები. სულ ამ ქალაქში მძიმე ფორმის მწვავე რესპირატორული სინდრომის (ინგლისური აბრევიატურით SARS-ის) 470 შემთხვევა აღირიცხა. ამ სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან ნოემბერში, ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში დაფიქსირდა. მას შემდეგ ამ დაავადებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ ცოტა, 55 ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG