Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული აღორძინების კავშირი თავის წევრებზე


დემოკრატიული აღორძინების კავშირი თავის წევრებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აკისრებს.

დემოკრატიული აღორძინების კავშირი თავის წევრებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებასა და პრეზიდენტს აკისრებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ბაკურიამ განაცხადა, ედუარდ შევარდნაძე და მისი "ეგრეთ წოდებული ოპოზიცია" გაერთიანებული დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა სახით, ტოტალურ შეტევას ახორციელებენ აღორძინების კავშირის წინააღმდეგ, რომელიც, ბაკურიას თქმით, ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალაა საქართველოში. ბაკურიამ დასძინა, რომ თუ სამართალდამცავების მხრიდან თავდასხმის ფაქტებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა, "აღორძინება" ძალოვანი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. დემოკრატიული აღორძინების კავშირის აქტივისტებზე თავდასხმის მესამე ფაქტი ხუთშაბათს აღინიშნა, როცა 18 წლის გიორგი ჭიღლაძეს თბილისში, ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე, პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა სამმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
XS
SM
MD
LG