Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი უფლებას იტოვებს, თავისი ჯარი


თურქეთი უფლებას იტოვებს, თავისი ჯარი შეიყვანოს ჩრდილოეთ ერაყში, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ.

თურქეთი უფლებას იტოვებს, თავისი ჯარი შეიყვანოს ჩრდილოეთ ერაყში, რომელსაც ქურთები აკონტროლებენ.
ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოანმა. მისი თქმით, ანკარა ანგარიშს გაუწევს აშშ-ის პოზიციას, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, ვიდრე მის საკუთარ უშიშროებას საფრთხე შეექმნებოდეს. ერდოანს უწინ არაერთხელ უთქვამს, რომ ჩრდილოეთ ერაყში ჯარის შეყვანა თურქეთის "ეროვნულ ინტერესებს" უპასუხებს. მისი თქმით, თურქეთი შექმნის "საბუფერო ზონას", რათა შეაჩეროს თურქეთში ლტოლვილთა დიდი ნაკადის შესვლა. შეერთებული შტატები წინააღმდეგია თურქეთის ჯარის ნაწილების შეყვანისა იმ რაიონებში, სადაც ერაყელი ქურთები ცხოვრობენ, შიშობს რა, რომ მათს შორის შეტაკებები შეიძლება მოხდეს. ანკარა ცდილობს, წინ აღუდგეს ქურთების ნებისმიერ ცდას, დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან.
XS
SM
MD
LG