Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის და


პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის და შტაბების გაერთიანებული საბჭოს მეთაურის ერთობლივ პრესკონფრენციაზე

პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის და შტაბების გაერთიანებული საბჭოს მეთაურის ერთობლივ პრესკონფრენციაზე
თავდაცვის მინისტრმა დონალ რამსფელდმა სადამ ჰუსეინის ხელისუფლებისგან უპირობო დანებება მოითხოვა. მისი თქმით, ერაყის ომის მიზანი სადამ ჰუსეინის რეჟიმის ამოძირკვაა. საჰაერო ძალების გენერალმა, საბჭოს თავმჯდომარემ რიჩარდ მაიერსმა უარყო მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რამსფელდსა და მის გენერლებს შორის განხეთქილებაა. მაიერსმა თქვა აგრეთვე, რომ ერაყში დიდი შეტევა მზადდება, მას ვადები არ დაუსახელებია. რამსფელდმა თქვა, რომ მოკავშირეთა ჯარები ბაღდადს სამი მხრიდან უტევენ. რამსფელდმა თქვა, რომ ერაყის მთავრობა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას თითქოს აშშ ერაყის ლიდერებთან მოლაპარაკებას მართავს ომის მალე დამთავრების თაობაზე. რამსფელდმა ამ ცნობას სიცრუე უწოდა.
XS
SM
MD
LG