Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ცნობით


ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ცნობით, ადამიანის უფლებათა მოძრაობის უზბეკი აქტივისტი ქალი, ოზოდა რაფიკოვა არ ჩასულა ჟენევაში,

ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ცნობით, ადამიანის უფლებათა მოძრაობის უზბეკი აქტივისტი ქალი, ოზოდა რაფიკოვა არ ჩასულა ჟენევაში,
სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებს უნდა შეხვედროდა. განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა ჟენევაში "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" ნთქვამია, რომ რაფიკოვა 4 აპრილს უნდა გამოსულიყო ადამიანის უფლებათა კომისიის წინაშე მოხსენებით უზბეკეთის ციხეებში პატიმართა წამების შესახებ. ამ განცხადების თანახმად, ოზოდა რაფიკოვა 2 აპრილს ნახეს უკანასკნელად მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, პასპორტების შესამოწმებელ ჯიხურთან, როცა ჟენევაში მიემგზავრებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს მას მოსკოვი არ დაუტოვებია. "ჰიუმენ რაიტს უოჩის" მცდელობა - გაეგო რაფიკოვას ადგილსამყოფელი - უშედეგო აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG