Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯარის ნაწილები დღეს ბაღდადის


აშშ-ის ჯარის ნაწილები დღეს ბაღდადის ცენტრში შეიჭრნენ და სადამ ჰუსეინის სასახლეების ორი კომპლექსი დაიკავეს.

აშშ-ის ჯარის ნაწილები დღეს ბაღდადის ცენტრში შეიჭრნენ და სადამ ჰუსეინის სასახლეების ორი კომპლექსი დაიკავეს.
ამერიკელთა სარდლობის განცხადებით, ეს ოპერაცია "ძალის დემონსტრაცია" უფროა, ვიდრე საბოლოო იერიში. დღეს ბაღდადის ცენტრში აფეთქებებისა და ავტომატური იარაღის სროლის ხმა ისმოდა. ნაშუადღევს ცხარე შეტაკება მოხდა სასტუმრო "ალ-რაშიდთან", სადაც ერაყელმა სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელ ჯარისკაცებს. როგორც ბაღდადიდან იტყობინებიან, იქ ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საავადმყოფოებიდან მიღებული ცნობების თანახმად, დაღუპულთა შორის არაერთი სამოქალაქო პირია. დღესვე, ბაღდადის სამხრეთ გარეუბანში აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი ჟურნალისტი დაიღუპა აშშ-ის საკომუნიკაციო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად. დაშავდა კიდევ 15 ადამიანი. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ამასობაში, დიდი ბრიტანეთის ქვეითი ჯარის კოლონა სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაში შევიდა. ბრიგადის გენერალ ვინსენტ ბრუკსის თქმით, ის გარემოება, რომ მოკავშირეები ერთბაშად ორი ფრონტით მიიწევენ წინ, ადასტურებს, რომ ერაყის რეჟიმი ქვეყნის მთავარ ქალაქებს ვეღარ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG