Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ ჰუსეინის


აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ ჰუსეინის რეჟიმს ეკისრება პასუხისმგებლობა ბაღდადში დაღუპული ჟურნალისტების სიკვდილის გამო.

აშშ-ის არმიამ განაცხადა, რომ ჰუსეინის რეჟიმს ეკისრება პასუხისმგებლობა ბაღდადში დაღუპული ჟურნალისტების სიკვდილის გამო.
ორ სხვადასხვა ინციდენტში დღეს დაიღუპა სამი უცხოელი ჟურნალისტი: ესპანეთის ტელევიზიის ოპერატორი, "რეიტერის", ასევე ოპერატორი სასტუმრო "პალესტიაში" და "ალ ჯაზირას" კორესპონდენტი. ცნობის თანახმად, სასტუმროდან ერაყელები ისროდნენ, რის საპასუხოდაც ამერიკელთა ტანკმა ჭურვი ესროლა სასტუმროს.
აშშ-ის ბრიგადის გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა დღეს კატარში გამართულ პრესბრიფინგზე გამოაცხადა, რომ "რაშიდის" აეროპორტი სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:
[ბრუკსის ხმა] "რაშიდის აეროპორტის არეალი, სამხედრო მნივშნელობისაა და ამასთან რეჟიმს საშუალებას უსპობს გამოიყენოს ის მიმოსვლისთვის. ის ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს, მდინარეებს დიალასა და ტიგროსს შორის. ეს კუთხე სამხედრო მნივშნელობისაა".
აშშ-ის არმის თანახმად, მან თავისი ყოფნა ქალაქში გააფართოვა და ორგანიზებულ წინააღმდეგობას არ აწყდება.
ბრუკსის თანახმად მისი ჯარი ქალაქში ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან შევიდა. ერაყის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ერაყის არმია კოალიციის ჯარს მოერევა და განადგურებს. ცენტრალური ერაყიდან იუწყებიან, რომ ქალაქ ჰილასთან თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების დახმარებით კოალიციის ჯარი ერაყის რესპუბლიკურ გვარდიას ებრძვის.
ჩრდილოეთ ერაყში, ნავთობით მდიდარ ქალაქ ქირქუქსა და მის გარშემო დაბომბეს ერაყელთა პოზიციები.
ბრიტანეთის ჯარის თანახმად, ქალაქ ბასრაში გაანადგურეს მმართველი "ბაათის" პარტიის წარმომადგენლები და მოსახლეობა ბრიტანელებს ეგებება.
XS
SM
MD
LG