Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადასცემს თუ არა საქართველო რუსეთს შარშან აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაკავებულ ჩეჩნებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ 1989 წლის აპრილში მთავრობის სახლის წინ ხალხმრავალი აქციები აფხაზეთში მოვლენების დაძაბვით იყო პროვოცირებული. შესაბამისად, აპრილის აქციების პირველი

დღეები სწორედ აფხაზეთში სეპარატიზმის აღკვეთის მოთხოვნით იმართებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების განცხადებებისა, რომ აფხაზეთში სეპარატიზმი კრემლის მიერ იყო მხარდაჭერილი, აფხაზეთის კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

[ გიორგი ჭანტურიას ხმა] " აფხაზეთის პრობლემა საქართველოსთვის არ არსებობს, იმიტომ რომ აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელი და ორგანული ნაწილი."
ეს გახლდათ ნაწყვეტი 1989 წლის აპრილის მიტინგზე ედპ-ს თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას გამოსვლიდან. სამწუხაროდ, აპრილის მოვლენებიდან 14 წლის თავზე აფხაზეთი კვლავ ყველაზე მძიმე პრობლემად რჩება საქართველოსთვის.
საერთოდ კი, როგორც ჩანს, ისტორიას პარადოქსები უყვარს. ვინ წარმოიდგენდა აფხაზეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, როცა ქართული საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად ისმენდა ცნობებს, თუ როგორი "თავგანწირვით" ებრძოდნენ ქართველებს აფხაზების მხარეზე მებრძოლი ჩეჩნები, რომ რამდენიმე წელიწადში სოხუმის სასამართლო ჩეჩენ მებრძოლებს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, ქართული საზოგადეობა კი მძაფრი პროტესტით უპასუხებდა რუსეთის მხრიდან ჩეჩნების ექსტრადიციის მოთხოვნას.
8 აპრილს, ბოლოს და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლომ გაამართლა ორი ქისტი მეცხვარე, რომლებიც შარშან აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 8 ჩეჩენთან ერთად დააკავეს. როგორც გახსოვთ, რუსეთის მოთხოვნით, 5 ჩეჩენი რუსეთის მხარეს გადასცეს. აქვე შევნიშნავ, რომ ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", ამბობს, რომ ვერაფრით ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწია რუსეთის მხარისთვის გადაცემულ 5 ჩეჩენს. 10 აპრილს უზენაესი სასამართლო იმ ორი ჩეჩენი დაკავებულის ექსტრადიციის საკითხზე დაიწყებს მსჯელობას, რომელთა მიმართ საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ექსტრადიციის გადაწყვეტილება. მესამე დაკავებულის საკითხთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ ექსტრადიციის საფუძველი არასაკმარისად ცნო.
საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული ჩეჩნების გადაცემას რუსეთის მხარე დაჟინებით მოითხოვს. არადა, ამ რამდენიმე დღის წინათ სოხუმის იზოლატორიდან გაქცეული 9 პატიმრიდან 4 ასევე ჩეჩენია. მათ შორის, მახმუდ ჯაბრაილოვი და მაგომედ ხაჯიევი, აფხაზური მხარის განცხადებით, რუსლან გელაევის ჯგუფის წევრები არიან და მონაწილეობდნენ გელაევის აფხაზურ ლაშქრობაში. არადა, რუსეთის მხარეს სოხუმის ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს თუნდაც ამ ორი პატიმრის ექსტრადიციის მოთხოვნით. რატომ? - ამ კითხვაზე საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი აცხადებს:
[ ხიზრი ალდამოვის ხმა] " ე. ი რუსეთი თვლის, რომ აფხაზეთი მაგათია და რად უნდა გადაცემა. აქ სულ სხვა რაღაცაა. ერთი ამბავი ატეხეს ქართველ მეცხვარეებზე, იმათაც ითხოვდნენ. ამ დროს იქ ჰყავდათ ეს ხალხი. რატომ არ კითხულობდნენ?"
ცნობისთვის: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო უარს იტყვის ჩეჩნების ექსტრადიციაზე, ისინი სასჯელს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევისა და იარაღის ტარებისთვის საქართველოში მოიხდიან.
XS
SM
MD
LG