Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან უთანხმოებაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან უთანხმოებაში წინსვლა უწოდა ფხენიანის განცხადებას, რომ ის შესაძლოა, დაყაბულდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეასთან უთანხმოებაში წინსვლა უწოდა ფხენიანის განცხადებას, რომ ის შესაძლოა, დაყაბულდეს
ამ, ბირთვული პროგრამებით გამოწვეული უთანხმოების განხილვას მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე. ჩრდილოეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, ფხენიანი, რომელიც აქამდე დაჟინებით მოითხოვდა ვაშინგტონთან ორმხრივ მოლაპარაკებას, შესაძლოა დათანხმდეს ვაშინგტონის მოთხოვნას ბირთვული პროგრამების პრობლემის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე განხილვის თაობაზე. ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოპტიმიზმი გამოთქვა ფხენიანის პოზიციაში შესამჩნევი ცვლილების გამო. ის იმედოვნებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობა ნაყოფს გამოიღებს.
XS
SM
MD
LG