Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განმეორებით გააფრთხილა


აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განმეორებით გააფრთხილა სირია, ითანამშრომლოს ვაშინგტონთან და არ შეიფაროს ერაყის ლიდერები,

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს განმეორებით გააფრთხილა სირია, ითანამშრომლოს ვაშინგტონთან და არ შეიფაროს ერაყის ლიდერები,
რომლებმაც, შესაძლოა, სირიასთან საზღვარზე გადასვლა შეძლონ. ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შევხედრაზე ჯორჯ ბუში არ დამუქრებია სირიას სამხედრო ოპერაციით. შეკითხვას, რით იწვევს სირია შეერთებული შტატების შეშფოთებას, ბუშმა უპასუხა: [ბუშის ხმა]"ვფიქროთ, რომ სირიას აქვს ქიმიური იარაღი. ყოველი სიტუაცია განსხვავებულად უნდა შეფასდეს. ჯერ მთავარი საკითხი უნდა მოგვარდეს. ახლა ერაყში ვართ, მეორე - სირიისაგან თანამშრომლობას მოველით. და ვიმედოვნებ, რომ სირია ჩვენთან ითანამშრომლებს". ბუშის კომენტარი მოჰყვა თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის განცხადებას, რომლის მიხედვით, ეჭვს არ იწვევს, რომ ერაყის ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი სირიაშია გაქცეული. მაგრამ აშშ-ში სირიის ელჩის მოადგილე, იმად მუსტაფა ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა არ იფარებს გაქცეულ ერაყელებს.
XS
SM
MD
LG