Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები არ იმსახურებენ საყვედურს იმისთვის, რომ ვერ აღკვეთეს ბაღდადის ისტორიულ სიძველეთა მუზეუმის დარბევა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები არ იმსახურებენ საყვედურს იმისთვის, რომ ვერ აღკვეთეს ბაღდადის ისტორიულ სიძველეთა მუზეუმის დარბევა.
გუშინ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, რამსფელდმა აღნიშნა, რომ, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს მუზეუმის დარბევის ფაქტი, ომის დროს ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება უაღრესად რთულია. მიღებული ცნობების თანახმად, ამერიკელი სამხედროები უმოქმედოდ იდგნენ და უყურებდნენ, როგორ გამოჰქონდათ მაროდიორებს მუზეუმიდან უძვირფასესი ისტორიული ექსპონატები, ან როგორ ამსხვრევდნენ იმას, რის წაღებაც ვერ მოახერხეს. მუზეუმში დაცული იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის - მესოპოტამიის ისტორიისა და კულტურის ფასდაუდებელი ძეგლები.
XS
SM
MD
LG