შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი თვლის, რომ ამერიკელი სამხედროები ვერ შეძლებენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის დამოუკიდებლად აღმოჩენას.
რამსფელდმა განაცხადა: "ჩვენ ვიპოვნით ერაყელებს, რომლებიც გვეტყვიან სად ვეძებოთ მასობრივი განადგურების იარაღი". გაეროს განიარაღების ინსპექციის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა წუხელ ბი-ბი-სის განუცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მისი ექსპერტების ერაყში დაბრუნებას ორი კვირა დასჭირდება. ვაშინგტონი ერაყში სამხედრო ოპერაციების დასრულებამდე იქ ინსპექტორთა დაბრუნების წინააღმდეგია.