Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს ბაღდადში რამდენიმე ათასმა ადამიანმა


პარასკევს ბაღდადში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც ერაყში ამერიკელ სამხედროთა ყოფნის წინააღმდეგ იყო მიმართული. დევნილობაში მყოფმა ერაყელი შიიტების

პარასკევს ბაღდადში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც ერაყში ამერიკელ სამხედროთა ყოფნის წინააღმდეგ იყო მიმართული. დევნილობაში მყოფმა ერაყელი შიიტების
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერმა აიათოლა მუჰამედ ბაქირალ-ჰაკიმმა კი მოუწოდა ერაყელებს მომავალ სამშაბათს წმინდა ქალაქ ქარბალაში შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი შეერთებული შტატების მიერ მართული მომავალი დროებითი მთავრობის მიმართ. ათასობით ერაყელი შიიტი დაიძრა დღეს ქარბალისკენ. ერაყის ნაციონალური კონგრესის ლიდერი აჰმად ჩალაბი პარასკევს პირველად გამოვიდა სიტყვით ბაღდადში და განაცხადა, რომ მისი ვარაუდით ერაყის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებასა და მუშაობის დაწყებას რამდენიმე კვირა, ერაყში საყოველთაო არჩევნების ჩატარებას კი ორი წელი დასჭირდება. ჩალაბიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს დროებით მთავრობაში რაიმე პოზიციის დაკავებას.
XS
SM
MD
LG