Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათალ ბიჰარი ვაჯპაის


ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათალ ბიჰარი ვაჯპაის მიაჩნია,

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათალ ბიჰარი ვაჯპაის მიაჩნია,
რომ მის ქვეყანასა და პაკისტანს შორის არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარება შეუძლებელია მშვიდობიანი გზით. ვაჯპაიმ ამის შესახებ განაცხადა ქაშმირის შტატში, რომლისთვისაც ინდოეთი და პაკისტანი ორჯერ ეომებოდნენ ერთანეთს. განვლილი 16 წლის მანძილზე ეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი სტუმრობაა ქაშმირის საკამათო რეგიონში. პარასკევს, ქაშმირში სტუმრობის პირველ დღეს, ვაჯპაიმ გამოთქვა მზადყოფნა, პაკისტანთან და ქაშმირელ სეპარატისტებთან ყველა არსებული პრობლემა განიხილოს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ზაფარულა ჯამალი მიესალმა ვაჯპაის ინიციატივას.
XS
SM
MD
LG