Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, 23 აპრილს, წიგნის მსოფლიოს


დღეს, 23 აპრილს, წიგნის მსოფლიოს დღეს, თბილისში დააჯილდოვეს ლიტერატურული პრემიის, "საბას" ლაურეატები.

დღეს, 23 აპრილს, წიგნის მსოფლიოს დღეს, თბილისში დააჯილდოვეს ლიტერატურული პრემიის, "საბას" ლაურეატები.
წლის საუკეთესო რომანად აღიარეს აკა მორჩილაძის "შენი თავგადასავალი", პროზაულ კრებულად - ბესო ხვედელიძის "ჯადო", ხოლო საუკეთესო პოეტურ კრებულად - გაგა ნახუცრიშვილის წიგნი "გამგზავრება და მოლოდინი". ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა ლევან ბრეგაძემ, საუკეთესო პიესისათვის პრემია ერგო დათო ტურაშვილს, ხოლო საუკეთესო თარგმანად ვახტანგ კოტეტიშვილის "აღმოსავლურ-დასავლური დივანი" მიიჩნიეს. დებიუტანტებში ყველას აჯობა სოფიო კირვალიძემ. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრემია არგუნეს ვახტანგ ჭელიძეს.
XS
SM
MD
LG