Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაერო განიხილავს ერაყის წინააღმდეგ მიმართული სანქციების "ნაწილობრივ და დროებით" შეჩერების საკითხს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაერო განიხილავს ერაყის წინააღმდეგ მიმართული სანქციების "ნაწილობრივ და დროებით" შეჩერების საკითხს.
იგორ ივანოვის თქმით, სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა ემხრობა ერაყის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შემსუბუქებას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშესაწყობად. ივანოვს არ უთქვამს, მიეკუთვნება თუ არა რუსეთი ამ სახელმწიფოებს. მისი სიტყვებით,
[იგორ ივანოვის ხმა]"ლაპარაკია ერაყის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ნაწილობრივ და დროებით გაუქმებაზე. რაც შეეხება სანქციების სრულ გაუქმებას, ეს უნდა გადაწყდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ადრე მიღებული რეზოლუციების შესაბამისად." იგორ ივანოვს ნათქვამი აქვს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა ავტომატურად არ ამართლებს სანქციების გაუქმებას და რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ჯერ უნდა შეამოწმონ, არის თუ არა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი. ერაყის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივა შეერთებულ შტატებს ეკუთვნეს. ხოლო საფრანგეთი ამ კვირაში არასამხედრო სანქციების გაუქმებას მიემხრო.
XS
SM
MD
LG