Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი აუცილებლად მიიჩნევს


გაეროს გენერალური მდივანი აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ამერიკული კოალიციის მიერ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას.

გაეროს გენერალური მდივანი აუცილებლად მიიჩნევს ერაყში ამერიკული კოალიციის მიერ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას.
ამ საკითხზე კოფი ანანმა დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში გამოსვლისას ისაუბრა. ანანის სიტყვებით, კოალიციის ჯარებმა უნდა ცხდჰყონ, რომ აპირებენ წესების დაცვას ოკუპირებული ქვეყნის მართვისას და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობისას. მის გამოსვლას გაეროს ჟენევის უწყებებში აშშ-ის ელჩის, კევინ მოლის მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა. მოლის თქმით, აშშ უკვე იცავს ერაყში საერთაშორისო სამართალს. "ვფიქრობთ, სხვა თუ არაფერი, უცნაურია, რომ გენერალური მდივანი ჩვენთან ამ საკითხს წამოჭრისო", დასძინა ამერიკელმა ელჩმა. იუწყებიან ასევე, რომ კოფი ანანი საჭიროდ მიიჩნევს გაეროს უშიშროების საბჭოში არსებული უთანხმოებების მოგვარებას, რათა გაერომ შედეგიანად იმუშაოს სხვა საკითხებზე: [კოფი ანანის ხმა] "გადაწყვეტილებამ ომის დაწყების შესახებ, ამაზე უშიშროების საბჭოს საგანგებო თანხმობის გარეშე, ღრმა განხეთქილება გამოიწვია და ის უნდა გადავლახოთ, თუ გვინდა საკითხებზე ეფექტიანად მუშაობა." ჟენევაში ხვალ დამთავრდება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოველწლიური 6-კვირიანი სესია.
XS
SM
MD
LG