Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს კიდევ იმატა მწვავე რესპირატორული


ხუთშაბათს კიდევ იმატა მწვავე რესპირატორული სინდრომით, ანუ SARS-ით გარდაცვლილთა რიცხვმა.

ხუთშაბათს კიდევ იმატა მწვავე რესპირატორული სინდრომით, ანუ SARS-ით გარდაცვლილთა რიცხვმა.
ჩინეთი იუწყება SARS-ით დაავადების 120 ახალი შემთხვევის, აგრეთვე პეკინსა და ჰონგ-კონგში კიდევ 8 ადამიანის გარდაცვალების შესახებ. მსოფლიოში SARS-ის მსხვერპლთა რიცხვი 260-ს აღწევს, ინფიცირებულია 4200-ზე მეტი ადამიანი. ხუთშაბათს პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად, გარდა ამისა, ორი კვირით დაიკეტა სკოლები. ამასობაში, ბულგარეთიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, SARS-ის სიმპტომები აღმოუჩინეს მამაკაცს, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა ტორონტოში. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ჯერ დანამდვილებით არ არის ცნობილი, საქმე SARS-ს ეხება თუ არა. კანადა (აზიის ქვეყნების გარდა) ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც SARS-მა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ჩინეთის რეგიონებში, აგრეთვე ტორონტოში ჩასვლას. იუწყებიან აგრეთვე, რომ კანადის მხრივ მეტად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ რეკომენდაციას.
XS
SM
MD
LG