Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო პროკურატურამ პარლამენტის დროებითი


საქართველოს სამხედრო პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის რიგი

საქართველოს სამხედრო პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის რიგი
თანამდებობის პირების მიმართ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დროებითი კომისიის მასალები კი თავის მხრივ პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ საიდუმო დოკუმენტს ეხება. მთავარმა სამხედრო პროკურორმა გიროგი ჯიქიამ პრაიმ-ნიუსს განუცხადა, რომ სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია თითქოს საქმე უშიშროების ყოფილი მინისტრის - ვახტანგ ქუთათელაძის, მისი მოადგილე სიმონ ნოზაძისა და ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსის ლევან კენჭაძის წინააღმდეგ აღიძრა. ჯიქიამ დააკონკრეტა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული პირების ვინაობები და მათი ბრალეულობები გამოკვეთილი არ არის.
XS
SM
MD
LG