Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ პოსადში


მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ პოსადში ცირკიდან გაქცეულმა ლომებმა მომთვინიერებელი დაგლიჯეს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ პოსადში ცირკიდან გაქცეულმა ლომებმა მომთვინიერებელი დაგლიჯეს.
თვითმხილველთა ცნობით, ერთი ძუ და ერთი ხვადი ლომი გალიიდან ჭმევის დროს გაიქცნენ. როცა ერთ-ერთმა მოთვინიერებელმა სცადა, ისინი უკან შეედევნა, ლომები მას თავს დაესხნენ და დაგლიჯეს. მეორე მომთვინიერებელი დაიმალა და მილიცია გამოიძახა. მას შემდეგ, რაც ლომების გალიაში დაბრუნების ყველა ცდა უშედეგოდ დამთავრდა, მილიციის თანამშრომლებმა მხეცები მოკლეს. მილიციის ცნობით, ორივე მომთვინიერებელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG