Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა დღეს მაცხოვრის


მსოფლიოს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

მსოფლიოს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში. თავის სააღდგომო ეპისტოლეში კონსტანტინეპოლის ეკუმენურმა პატრიარქმა ბართლომე პირველმა მსოფლიოს ხალხებს მშვიდობისკენ მოუწოდა. სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ წირვაზე მან დახმარება სთხოვა ღმერთს დედამიწაზე არსებული უთანხმოებების მოგვარებაში, სისხლისღვრის შეჩერებაში. ორად გაყოფილ კუნძულ კვიპროსზე ბერძნები კვიპროსელები თურქების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გაემგზავრნენ, რათა იქაური ეკლესიები და ახლობელთა საფლავები მოენახულებინათ. დღესვე რუსეთის დედაქალაქში გაიხსნა სპეციალური სააღდგომო მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც საბერძნეთის, სერბიისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მუსიკოსებიც მონაწილეობენ. სიმფონიური და სასულიერო მუსიკის ეს ფესტივალი 10 მაისამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG