Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშში-ს არმიის სამეთაურო ცენტრმა განაცხად


აშში-ს არმიის სამეთაურო ცენტრმა განაცხად, რომ აშშ-ის ჯარისკაცებს თავიდან ერაყელებმა ესროლეს,

აშში-ს არმიის სამეთაურო ცენტრმა განაცხად, რომ აშშ-ის ჯარისკაცებს თავიდან ერაყელებმა ესროლეს,
როცა გუშინ ბაღდადის დასავლეთით, ფალუჯაში დემონსტრაცის დროს, ამერიკელთა საპასუხო ცეცხლის შედეგად 13 ერაყელი დაიღუპა. ცნობის თანახმად, დაიჭრა 45 ადამიანი. დღეს ამერიკის სამხეროებმა ესროლეს ერაყელებს, რომელთა ვინაობა დაუდგენელია, სამეთაურო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფომაცია არ მოეპოვებათ. დღეს ფალუჯაში, გუშინ დახოცილთა დაკრძალვისას, ათასობით ერაყელი აფრიაელებდა ერაყის დროშას და ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაჰყვიროდა.
ერაყის "ეროვნული კონგრესის წარმომადგენელმა ზააბ სეტნამ გამოაცხადა, რომ დღეს ბაღდადში კონგრესის ხალხს და აშშ-ის არმიას ჩაბარდა ქალაქ ბასრის თავი, რომელსაც დღესვე დაკითხავდნენ. ძებნილთა 55 კაციან სიაში 44-ე ადგილზე იყო. სხვა ცნობით, აშშ-ის სამეთაურო ცენტრმა ვერ დაადასტურა, რომ ეს პირი საპატიმროშია. მოსკოვში დღეს პრეზიდეტმა პუტინმა განაცხადა, რომ ერაყს სანქციები არ უნდა მოეხსნეს, სანამ არ გარკვეულა, აქვს თუ არ ამ ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი.
XS
SM
MD
LG