Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული


ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ შვიდი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ შვიდი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.
მათგან ოთხი დედაქალაქ პეკინში აღირიცხა. ამრიგად, ჩინეთში ამ სენით გარდაცვლილთა რიცხვმა 197-ს მიაღწია. პეკინში, სადაც დაავადების მასშტაბმა მეტად საშიში ფორმა მიიღო, გამოცხადდა, რომ, სულ ცოტა, კიდევ ორი კვირა იქნება დაკეტილი სკოლები. განათლების სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, გაკვეთილები მოსწავლეებს ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით ჩაუტაროს. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ამ სენით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 430-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 6500-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG