Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში


დამთავრდა სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 167 და დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი.

დამთავრდა სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 167 და დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი.
დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობას შეადგენენ ბავშვები, რომელთაც მიწისძვრის დროს სკოლა-ინტერნატში ეძინათ. 198 მოსწავლიდან მაშველებმა 114 გადაარჩინეს. ნაპოვნია 80-ზე მეტი ბავშვისა და ერთი მასწავლებლის გვამები. დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ბავშვის გვამები ამოიღეს. უმთავრესად ქურთებით დასახლებულ ბინგოლის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 6,4 ბალს მიაღწია.
XS
SM
MD
LG