Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კიდევ


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მის თანამშრომლებს საშუალება მიეცეთ, ერაყში ომის ტყვეები მოინახულონ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, მის თანამშრომლებს საშუალება მიეცეთ, ერაყში ომის ტყვეები მოინახულონ.
წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, ნადა დუმანიმ, ამერიკის ჯარის სარდლობას მოუწოდა, დაიცვას ჟენევის კონვენცია. გუშინ ამერიკელმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ კიდევ 350-მდე ტყვე გაათავისუფლეს. სულ გათავისუფლებულია 5700-ზე მეტი ტყვე. ტყვეთა ბანაკებში ამჟამად კიდევ 3500-მდე ერაყელი იმყოფება. დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი განიხილავენ ერაყში ვითარების სტაბილიზების გეგმას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა.
XS
SM
MD
LG