Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პალესტინელებთან


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის რამდენიმე პირობა წამოაყენა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის რამდენიმე პირობა წამოაყენა.
მისი უმთავრესი პირობაა, რომ პალესტინელებმა უარი თქვან მოთხოვნაზე, მათს ტერიტორიაზე დაბრუნებულ იქნენ იქიდან გაძევებული პალესტინელები და მათი შთამომავლები. რადიოთი გამოსვლისას, შარონმა განაცხადა, რომ პალესტინელთა ხსენებული მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ისრაელის მოსპობის ცდა, და ისრაელის მთავრობა ამას არასოდეს დაყაბულდება. "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმა, რომლის ავტორები არიან შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროპის კავშირი და გაერო, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს მოლაპარაკების დაწყებას პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების თემაზე.
XS
SM
MD
LG