ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების კიდევ ექვსი შემთხვევისა
და ამ სენით დაავადების 118 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. ამრიგად, ჩინეთში ხსენებული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვმა 220-ს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები აცხადებენ, რომ დედაქალაქ პეკინში ეპიდემია უკვე კონტროლს ემორჩილება. მათი თქმით, თუ გასულ თვეში პეკინში ყოველდღიურად საშუალოდ 70-80 ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა, ამჟამად ეს ციფრი 30-40-ს შეადგენს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლი ჟაო სინის განცხადებით, მისი ქვეყნის მთავრობა მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა ქვეყნებთან, რათა დროულად მოეღოს ბოლო ატიპური პრევმონიის გავრცელებას. [ლი ჟაო სინის ხმა] შარშანდელი ნოემბრიდან მოყოლებული, როცა მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ სენით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 7000-ს აღემატება.