Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში არარეგიონული ძალების ჩართვასთან დაკავშირებით

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში არარეგიონული ძალების ჩართვასთან დაკავშირებით
თბილისი დადებითად აფასებს. "პირველად გაიჟღერა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა სოჭის შეთანხმებების შესრულება ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატთან ერთად უნდა განიხილებოდეს" - თედო ჯაფარიძის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. აქამდე რუსეთი კონფლიქტის მოგვარების პროცესში არარეგიონულ ძალთა მონაწილეობის წინააღმდეგი იყოო, დასძინა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ამ დადებით ცვლილებებს გრძნობენ, რაც აღინიშნა კიდეც დღეს გამართულ შეხვედრაზე ბრაიან ფოლთან - სამხრეთი კავკასიის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელთან.
XS
SM
MD
LG