Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის მთავრობამ 53 ათასი დოლარის


ხორვატიის მთავრობამ 53 ათასი დოლარის ფულადი ჯილდო დააწესა გენერალ ანტე გოტოვინას დაჭერაში გაწეული დახმარებისთვის.

ხორვატიის მთავრობამ 53 ათასი დოლარის ფულადი ჯილდო დააწესა გენერალ ანტე გოტოვინას დაჭერაში გაწეული დახმარებისთვის.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულის ბრალდება წაუყენა გოტოვინას. ხორვატიის ხელისუფლებამ დღემდე ვერ შესძლო დაკავება ამ გენერლისა, რომელსაც ბევრი, დამოუკიდებლობისათვის 90-იანი წლების შუა პერიოდში მომხდარი ომის გმირად მიიჩნევს. 2001 წლის ივლისში, ჰააგის ტრიბუნალმა გოტოვინა, კრაინაში მომხდარი ბრძოლების დროს სერბების დახოცვაში დაადანაშაულა. გენერალი დაუყოვნებლივ მიიმალა, და მისი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ დამთავრდა. ხორვატიის ხელისუფლების თანამშრომლობა საერთაშორისო ტრიბუნალთან ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენს ევროკავშირში ამ ქვეყნის გასაწევრიანებლად.
XS
SM
MD
LG