Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია უარყოფს ცნობას იმის თაობაზე


სირია უარყოფს ცნობას იმის თაობაზე, რომ იგი, თითქოს, თანახმაა შეზღუდოს მის ტერიტორიაზე პალესტინელთა დაჯგუფებების მოქმედება.

სირია უარყოფს ცნობას იმის თაობაზე, რომ იგი, თითქოს, თანახმაა შეზღუდოს მის ტერიტორიაზე პალესტინელთა დაჯგუფებების მოქმედება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დამასკში ამასწინანდელი ვიზიტისას თქვა, რომ მიიღო სირიის ხელმძღვანელობის პირობა იმის თაობაზე, რომ იგი მზადაა დახუროს იმ პალესტინელ ექსტრემისტთა ოფისები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამერიკის ყოველკვირეულ "ნიუსუიკისთვის" მიცეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
XS
SM
MD
LG