Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში პარლამენტში მომხდარ ინციდენტში


გასულ კვირაში პარლამენტში მომხდარ ინციდენტში, რომლის შედეგად პარლამენტარი ვახტანგ რჩეულიშვილი

გასულ კვირაში პარლამენტში მომხდარ ინციდენტში, რომლის შედეგად პარლამენტარი ვახტანგ რჩეულიშვილი
და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაზარალდნენ, იკვეთება კონკრეტულ პირთა ბრალეულობა. ამის შესახებ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეზე, რევაზ ზარანდიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, გამოძიების დასრულებამდე ზარანდიამ მიზანშეუწონლად და შეუძლებლად მიიჩნია კონკრეტულ პირთა ვინაობის გამხელა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით, რომელიც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინციდენტს არაერთი მოწმე ჰყავს. ამჟამად მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
XS
SM
MD
LG