Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრობა რეზოლუციას ერაყის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრობა რეზოლუციას ერაყის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ.
ამ საკითხზე პაუელმა ისაუბრა ხუთშაბათს ბულგარეთში ვიზიტის შემდეგ თვითმფრინავში, რომლითაც მან გერმანიას მიაშურა. გაეროს უშიშროების საბჭო, რომელსაც ორივე ქვეყანა (ბულგარეთიც და გერმანიაც) მიეკუთვნება, დღესვე მოგვიანებით განიხილავს აშშ-ის მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც ერაყის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს. სოფიაში მოლაპარაკების დროს პაუელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის, განიხილოს ერაყის წინააღმდეგ სანქციების დროებითი შეჩერების საკითხი, მაგრამ იმედოვნებს, რომ სანქციები საერთოდ გაუქმდება. იქვე პაუელმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს ერაყში ომის მხარდაჭერისათვის და მიესალმა ამ ქვეყნის მომავალი წლისთვის დაგეგმილ გაწევრიანებას ნატოში. პაუელის თქმით: [პაუელის ხმა] "ბულგარეთი, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მომცრო ქვეყანაა, დიდ როლს ასრულებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში და ვფიქრობ, ეს აღიარებულია აშშ-ის სენატში გამართული კენჭისყრისას გამოთქმული მხარდაჭერით ოქმისადმი, რომლის მეშვეობით ბულგარეთი მიუახლოვდება ნატოში სრულუფლებიან წევრად მიღებას".
XS
SM
MD
LG