Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა ბეჟუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო


გელა ბეჟუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხედრო სფეროს ცუდი დაფინანსების გამო.

გელა ბეჟუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხედრო სფეროს ცუდი დაფინანსების გამო.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვითარება ჯერ ტრაგიკული არ არის, მაგრამ არმიის დაფინანსების დინამიკა შემაშფოთებელია. ბეჟუაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" საუბარში დაადასტურა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ოთხშაბათს საქართველოში ვიზიტის დროს სამხედრო რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე ბეჟუაშვილის თქმით, საქართველოს არასოდეს ჰქონია ილუზია, რომ ნატო შიდა კონფლიქტების მოგვარებაში ჩაერევა. მინისტრის მოადგილემ ასეთი კომენტარი გაუკეთა რობერტსონის მიერ ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომ ნატო არ აპირებს რეგიონული პრობლემების მოგვარებაში პირდაპირ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG