Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინატომ დღეს


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინატომ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაამარცხებს ახალ ატიპიურ პნევმონიას, ანუ SARS-ს.

ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინატომ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაამარცხებს ახალ ატიპიურ პნევმონიას, ანუ SARS-ს.
როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, ჰუმ აღნიშნა, რომ ჩინეთი SARS-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას და გადაწყვეტილი აქვს, დაამარცხოს ეს მომაკვდინებელი ვირუსი. ჰუმ გამოთქვა აგრეთვე ჩინეთის მზადყოფნა, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჰუს გამოსვლამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში SARS-ის შედეგად კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალებისა და სარსის ინფექციით კიდევ 28 კაცის ინფიცირების შესახებ. ჩინეთი სარსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, რომელშიც გარდაცვლილთა რიცხვი 280-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG