Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს.


საუდის არაბეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამ ქვეყნიდან მოსული ინფორმაციით, შეიპყრეს 4 ადამიანი,

საუდის არაბეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამ ქვეყნიდან მოსული ინფორმაციით, შეიპყრეს 4 ადამიანი,
რომელთაც, სავარაუოდ, კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან". საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა სამხილი იმაზე მიუთითებს, რომ ოთხივე ეჭვმიტანილი "ალ-ყაიდის" წევრია. რამდენიმე დღის წინ რიადში, უცხოელებით დასახლებულ უბანში მოწყობილმა თავდასხმამ 25 ადამიანის, მათ შორის აფეთქების განხორციელებაში ეჭვმიტანილი 9 კაცის სიცოცხლე შეიწირა. ამ ეჭვმიტანილებიდან 4-ის ვინაობა, საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ კვირას გაკეთებული განცხადებით, უკვე დადგენილია. მათგან სამზე ძებნა იყო გამოცხადებული "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებული გამოძიების გამო.
XS
SM
MD
LG