Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ცნობით


ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ცნობით, შაბათიდან სახელმწიფო სფეროში დაკავებული ერაყელები ხელფასების მიღებას დაიწყებენ.

ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ცნობით, შაბათიდან სახელმწიფო სფეროში დაკავებული ერაყელები ხელფასების მიღებას დაიწყებენ.
ამის შესახებ იტყობინება ადმინისტრაციის წევრი ჯეი გარნერი. გარდა ამისა, მისი თქმით, შეიქმნება კომიტეტი, რომელიც თვალყურს მიადევნებს საკუთრების თაობაზე დავას. ომის დამთავრების შემდეგ ასეთ უთანხმოებათა რიცხვი განუხრელად იზრდება. მანამდე ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა ბაღდადაში განაცხადა, რომ საერთოერაყული კონფერენცია, რომელმაც უნდა შექმნას გარდამავალი მთავრობა, როგორც ჩანს, ივნისიდან ივლისის შუა რიცხვებისთვის იქნება გადატანილი. ბრემერს არ დაუსახელებია ამის მიზეზი.
XS
SM
MD
LG