Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთის ლიდერებმა დღეს მოიწონეს გეგმა


ბალკანეთის ლიდერებმა დღეს მოიწონეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში "ღია და უსაფრთხო" საზღვრების უზრუნველყოფას.

ბალკანეთის ლიდერებმა დღეს მოიწონეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში "ღია და უსაფრთხო" საზღვრების უზრუნველყოფას.
ამ შეთანხმებას მიაღწიეს მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში გამართულ სამდღიან კონფერენციაზე. როგორც შეხვედრაზე მიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, "დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები განახორციელებენ რეფორმებს ღია, მაგრამ უსაფრთხო საზღვრების უზრუნველსაყოფად". ამ გეგმით, რომელსაც ხელს შეუწყობენ ნატო, ევროკავშირი და ეუთო, უნდა დაიცვან ევროკავშირის სასაზღვრო მენეჯმენტის სტანდარტები. კონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრები სერბია-ჩერნოგორიიდან, მაკედონიიდან, ალბანეთიდან და ბულგარეთიდან, ასევე ნატოსა და გაეროს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG