Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს თურქეთში, ქალაქ ტრაბზონის


26 მაისს თურქეთში, ქალაქ ტრაბზონის აეროპორტთან ახლოს კატასტროფა განიცადა უკრაინის იაკ-42 ტიპის თვითმფრინავმა. დაიღუპა 70-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის იყვნენ 62 ესპანელი

26 მაისს თურქეთში, ქალაქ ტრაბზონის აეროპორტთან ახლოს კატასტროფა განიცადა უკრაინის იაკ-42 ტიპის თვითმფრინავმა. დაიღუპა 70-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის იყვნენ 62 ესპანელი
ჯარისკაცი, რომლებიც ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ და 12, ან 13 ეკიპაჟის უკრაინელი წევრი. უკრაინის ავიაკომპანიის წარმომადგენელი ვოლოდიმირ გორბანოვსკი აცხადებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ნისლში დაჯდომის რამდენიმე მცდელობის შემდეგ განიცადა: [გორბანოვსკის ხმა]"თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ეკიპაჟმა დასაჯდომად მეორე წრეზე წასვლა ითხოვა, თუმცა, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მიზეზით. ამის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა", - განაცხადა უკრაინის ავიაკომპანიის წარმომადგენელმა. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროც ვარაუდობს, რომ კატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდი და სქელი ნისლი იყო.
XS
SM
MD
LG