Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა დაადასტურა


პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა დაადასტურა, რომ ხუთშაბათს გაიმართება მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან.

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა დაადასტურა, რომ ხუთშაბათს გაიმართება მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან.
აბასმა კვლავ მოუწოდა ისრაელს, უპირობოდ მიიღოს "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც, მისი თქმით, ისტორიულ შანსს იძლევა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ისრაელმა ზოგადად მიიღო გეგმა, მაგრამ 14 შესწორება მოითხოვა. შარონი და აბასი მომავალ კვირაში შეხვდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, სამდღიანი სამიტი იორდანიის ქალაქ აქაბაში გაიმართება. ბუში, შარონი და აბასი განიხილავენ ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო სამშვიდობო გეგმის განხორციელების გზებს. აქაბის შეხვედრის წინ ბუში ეგვიპტის ქალაქ შარმ ეშ-შეიხში მონაწილეობას მიიღებს არაბული სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებებში.
XS
SM
MD
LG