Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 მაისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


30 მაისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებმა სანკტ-პეტერბურგში არაოფიციალური სამიტი გახსნეს. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა უძღვებოდა.

30 მაისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებმა სანკტ-პეტერბურგში არაოფიციალური სამიტი გახსნეს. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა უძღვებოდა.
სამიტზე განსახილველ თემებს შორის არის აფხაზეთში თანამეგობრობის სამშვიდობო ჯარისთვის მანდატის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხიც. სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თანამეგობრობის მეთვალყურეებიც დაესწრებიან. სამიტის მონაწილეები მიესალმნენ ერაყის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას. თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერები პარასკევს ორსაათიანი მსჯელობით შემოიფარგლნენ და რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. პარასკევსვე სანკტ-პეერბურგში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები და შეთანხმდნენ, რომ მომავალში აუცილებლად გააგრძელებენ თურქმენეთის მიერ რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის გაუქმებით წარმოშობილი პრობლემების განხილვას.
XS
SM
MD
LG