Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰილმი


თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰილმი ოზქოქი ევროკავშირს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ოზქოქი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციათა

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰილმი ოზქოქი ევროკავშირს ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ოზქოქი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციათა
სიაში არ შეიტანა ქურთისტანის თავისუფლებისა და დემოკრატიის კონგრესი, იგივე "კადეკი". აღნიშნული ჯგუფი თავის დროზე ცნობილი იყო, როგორც ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიტანა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში. 1999 წელს ქურთების ლიდერის აბდულა ოჯალანის აყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე ქურთისტანის მუშათა პარტია 15 წელი აწარმოებდა ომს თურქეთის ხელისუფლებასთან თურქეთის ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის ავტონომიისათვის.
XS
SM
MD
LG