Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა დასძლია ის შიდაუთანხმოებები


ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა დასძლია ის შიდაუთანხმოებები, რაც ერაყის ომმა გამოიწვია, - ასე მიაჩნიათ ნატოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ მადრიდში.

ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა დასძლია ის შიდაუთანხმოებები, რაც ერაყის ომმა გამოიწვია, - ასე მიაჩნიათ ნატოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ მადრიდში.
გახსნა რა შეხვედრა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა, რომ ალიანსი კვლავაც საკვანძო როლს ასრულებს ევროპული უშიშროების სისტემაში. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს აზრთა ის ერთიანობა, რითაც მიღებულ იქნა უკანასკნელი გადაწყვეტილება - საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციონ სამშვიდობო ოპერაცია ავღანეთში და პოლონეთს დაეხმარონ უშიშროების უზრუნველყოფაში ერაყის ერთ-ერთ სექტორში. ეს გეგმები საბოლოოდ დამტკიცდება მადრიდის შეხვედრაზე. ფორუმის ჩარჩოებში რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება.
XS
SM
MD
LG