Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების


სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების და რუსეთის, ანუ "დიდ რვიანის" სამიტზე საფრანგეთის ქალაქ ევიანში,

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების და რუსეთის, ანუ "დიდ რვიანის" სამიტზე საფრანგეთის ქალაქ ევიანში,
მიიღეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მონაწილები ერთიან მიზანს ემხრობიან ერაყთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს სუვერენული, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა. ამავე განცხადებით, რომელიც სამიტის დასკვნით დოკუმენტს წარმოადგენს "დიდი რვიანის" ლიდერები იზიარებენ რწმენას, რომ დადგა დრო ერაყის აშენებისა და რეკონსტრუქციისა. დიდმა რვიანმა გააფრთხილა ირანი და ჩრდილოეთი კორეა, დაემორჩილონ ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს და მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას მშვიდობიანად მოაგვაროს ბირთვული კრიზისი. ევიანის სამიტის მონაწილეების თანახმად, საერთაშორისო ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ამ იარაღის გაუვრცელებლობა 21 საუკუნის მთავარი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ცივილიზებული ქვეყვნები უნდა გაერთიანდნენ. მანვე შეკრებილთ განუცხადა, რომ რუსეთი ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას არ შეწყვეტს და ბირთვულ რეაქტორის მშენებლობას გააგრძელებს. მაგრამ პუტინის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო კონტროლს უნდა დაემორჩილოს. გლობალური ეკონომიკის თაობაზე ევიანში გამოითქვა რწმენა, რომ აღმასვლა მოხდება.
XS
SM
MD
LG