Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა ჰანს


გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა,

გაეროს განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა,
ისარგებლოს ექსპერტებით ერაყში მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ საკითხში გასარკვევად. ბლიქსმა, რომელიც განიარაღების ექსპერტების ხელმძღვანელის პოსტიდან თვის ბოლოს გადადგება, ხუთშაბათს უშიშროების საბჭოში აღნიშნა, რომ მისი გუნდის წევრ ექსპერტებს არ მიუკვლევიათ ერაყში აკრძალული იარაღის არსებობის დამადასტურებელი სამხილებისათვის, ვიდრე ერაყიდან მარტში, ომის დაწყებამდე გაემგზავრებოდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტებს ერაყიდან არ მიუღიათ ინფორმაცია მრავალი ობიექტის, მათ შორის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შესახებ და რომ ამ საკითხის მოგვარება ერაყის ყოფილი რეჟიმის დროს ძალიან ძნელი იყო.
XS
SM
MD
LG