Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მან


საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მან იცის გაეროს გატაცებულ წარმომადგენელთა ადგილსამოყოფელის შესახებ. გერმანიის სააგენტოს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მან იცის გაეროს გატაცებულ წარმომადგენელთა ადგილსამოყოფელის შესახებ. გერმანიის სააგენტოს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის
ემზარ კვიციანის სიტყვები მოჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ მიაგნეს გამტაცებელთა კვალს. ხუთშაბათს კოდორის ხეობაში გაეროს ოთხი მეთვალყურე და ერთი ქართველი თარჯიმანი გაიტაცეს. მათი თანმხლები რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები კი განაიარაღეს და გაუშვეს. პრაიმ-ნიუსი იტყობინება, რომ პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი არ გამორიცხავს გაეროს თანამშრომელთა გატაცებაში ხეობის უხუცესთა საბჭოს მონაწილეობას. უხუცესთა საბჭოს აფხაზეთიდან დევნილი სვანი ვაჟა ავალიანი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG